WESTERN UNION-ის გლობალური კონფიდენციალურობის დებულება

განახლების თარიღი: 2021 წლის 1 ნოემბერი

კომპანია Western Union, ჩვენი შვილობილი და აფილირებული კომპანიები („Western Union“ ან „ჩვენ“, „ჩვენს“) ვზრუნავთ თქვენს კონფიდენციალურობაზე და თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ ინფორმაციასთან დაკავშირებით სამართლიანი პრაქტიკისა და მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონების შესაბამისად, რათა უკეთ მოგემსახუროთ. Western Union-ის ადგილობრივი იურიდიული პირების სია იხილეთ გლობალური კონფიდენციალურობის დებულების განყოფილებაში „WESTERN UNION-ის იურიდიული პირები“.

წინამდებარე გლობალური კონფიდენციალურობის დებულების მოქმედების სფერო

Western Union მოწოდებულია დახმარება გაუწიოს კლიენტებს ფულადი სახსრების გადაგზავნაში, კეთილი საქმეების გასაკეთებლად. ეს მოვალეობა კლიენტების წინაშე ასევე ითვალისწინებს მათი პერსონალური ინფორმაციის სწორად დამუშავებას.

ჩვენი გლობალური კონფიდენციალურობის დებულების მიზანია განმარტოს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ, ვინახავთ, ვიცავთ, ვამჟღავნებთ და ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, როცა თქვენ სარგებლობთ ჩვენი სერვისებით ონლაინ რეჟიმში ჩვენი ვებსაიტის მეშვეობით, საცალო გაყიდვების პუნქტში და ჩვენი მობილური აპლიკაციების მეშვეობით, აგრეთვე გაცნობოთ, რა არჩევანი გაქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს თქვენი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება.

WESTERN UNION-ის მიერ შეგროვებული პერსონალური ინფორმაცია

როცა თქვენ სარგებლობთ ჩვენი ფულის გადარიცხვის ან სხვა გადახდის სერვისებით, ხსნით და სარგებლობთ ჩვენთან საბანკო ანგარიშით, გვიკავშირდებით, შედიხართ ჩვენს ვებსაიტებზე თუ აპლიკაციებში, ან ერთვებით ჩვენს ერთგულების პროგრამებში (ერთობლივად მოხსენიებული, როგორც „სერვისები“), ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და, შესაძლოა, გამოვიყენოთ ის სხვა ინფორმაციასთან ერთად, რომელიც შეგროვდა ან შეიქმნა თქვენთან ურთიერთობისას. ჩვენ ვაგროვებთ თქვენთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის პირად ინფორმაციას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს შემდეგს:

  • ძირითადი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია (მაგალითად, თქვენი საფოსტო მისამართი, ელფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი), თქვენი ფოტო ან სხვა გამოსახულება (თუ აირჩევთ მის წარმოდგენას), დაბადების ადგილი, დაბადების თარიღი, სქესი, მოქალაქეობა, პროფესია, ოჯახური მდგომარეობა და მთავრობის ან სახელმწიფოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო ნომრები და თანმხლები დოკუმენტაცია;
  • ფინანსური და ტრანზაქციების ინფორმაცია, როგორიცაა ფულის გადარიცხვა, გადახდა, დეპოზიტები და ფულადი სახსრების წყარო/დანიშნულება, ინფორმაცია თქვენ მიერ ჩვენი სერვისების გამოყენების შესახებ, საბანკო და საკრედიტო ინფორმაცია და ინფორმაცია დამსაქმებლის შესახებ;
  • იმ მიმღებების სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც უგზავნით ფულს, ან რომლებისგანაც მოითხოვთ ან იღებთ ფულს, ან რომლებთანაც სხვა ტრანზაქციებს ასრულებთ სერვისების გამოყენებით;
  • ტექნიკური ინფორმაცია, როგორიცაა ინფორმაცია ჰოსტის შესახებ, რომლის მეშვეობითაც წვდომა გაქვთ ინტერნეტზე, თქვენი IP მისამართი ან მოწყობილობის სარეკლამო ID, გეოლოკაცია, თუ ის ჩართულია, ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის შესახებ (როგორიცაა მოწყობილობის მახასიათებლები, პარამეტრები, აპლიკაციები, ინფორმაციის შენახვა და გამოყენება), მობილური აპლიკაცია, ბრაუზერი და ოპერატიული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა, სოციალური პროფილი და ქსელის ინფორმაცია, თქვენ მიერ ჩვენს ვებსაიტზე წვდომის თარიღი და დრო, იმ ვებსაიტის მისამართი, საიდანაც ჩვენს ვებსაიტს უკავშირდებით, როცა მასზე შემოდიხართ. ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას თქვენი ონლაინ აქტივობების შესახებ, როგორც ეს აღწერილია ნაწილში, რომლის სახელწოდებაა „ინტერნეტ-ტექნოლოგიები“;
  • სენსიტიური ან განსაკუთრებული კატეგორიების ინფორმაცია, როგორიცაა ბიომეტრიული ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება თქვენი უნიკალური იდენტიფიკაციისთვის (მაგალითად, თითის ანაბეჭდები ან სახის ამოცნობა), ან ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ.  ჩვენ შევინახავთ ამ მონაცემებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა ჩვენ მიერ თქვენთვის მოწოდებული სერვისების მიზნებისთვის, როდესაც ჩვენ მიერ მონაცემები მუშავდება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესისთვის, როდესაც გაგვაჩნია შესაბამისი იურიდიული ვალდებულება ან როდესაც გვაქვს თქვენი თანხმობა ამაზე;
  • თუ თქვენ მიაბამთ, დაუკავშირებთ ან შეხვალთ Western Union-ის ვებსაიტებზე ან მობილურ აპლიკაციებში მესამე მხარის სერვისის საშუალებით (როგორიცაა, მაგალითად, Google და Facebook), თქვენ სერვისს მიუთითებთ, რომ გამოგვიგზავნოს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი, ელფოსტის მისამართი, პროფილის სურათი და სხვა ინფორმაცია, რომელსაც მართავს ეს სერვისი ან რომელზეც მას ავტორიზაციას მისცემთ სერვისის კონფიდენციალურობის პარამეტრებიდან.
როგორ აგროვებს WESTERN UNION პერსონალურ ინფორმაციას

Western Union იყენებს რამდენიმე ხერხს თქვენი პირადი ინფორმაციის შესაგროვებლად:

  • ინფორმაცია, რომელსაც გადმოგვცემთ პირადად, ონლაინ ან ჩვენი მობილური აპის მეშვეობით, მათ შორის ტრანზაქციების ფორმების გამოყენებით, ჩვენთან საბანკო ანგარიშების ან ჩვენს ლოიალობის პროგრამებში რეგისტრაციის და ასევე, Western Union-ის აგენტებთან და ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობის გზით;
  • ინფორმაცია, რომელსაც გადმოგვცემთ ჩვენ მიერ კლიენტებისთვის დახმარების გაწევისას ან კონსულტაციისას, მათ შორის ელფოსტის, ფოსტის, ქოლ-ცენტრების და პირდაპირი ჩატის გამოყენებით;
  • ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელიც შეიძლება სხვა პირებმა გადმოგვცენ ჩვენი სერვისების გამოყენებისას;
  • ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის ცნობილი ხდება ჩვენი სერვისებით სარგებლობის პროცესში;
  • ავტომატიზებული საშუალებების მეშვეობით, როგორიცაა კომუნიკაციის პროტოკოლები, ელფოსტით კომუნიკაცია, ქუქი-ფაილები ან მსგავსი ინტერნეტ-ტექნოლოგიები;
  • ჩვენი მომწოდებლებისგან, თაღლითობის რისკების მართვის კომპანიებისგან, სამართალდამცავი ორგანოებისგან, კომერციული და საჯარო მონაცემთა წყაროებიდან და სხვა კანონიერი გარე მონაცემთა წყაროებიდან, რომლებსაც ვიყენებთ ჩვენი კლიენტების ინფორმაციის მისაღებად;
  • თქვენ მიერ სოციალური მედიის გამოყენების შედეგად; და
  • მესამე მხარის საიტებზე განთავსებული Western Union-ის რეკლამებით თქვენი დაინტერესების გზით.
როგორ იცავს WESTERN UNION თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია.  თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად ჩვენ ვიყენებთ საორგანიზაციო, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ დაცვის საშუალებებს, რომლებიც შეესაბამება მოქმედ სამთავრობო კანონებსა და რეგულაციებს. ჩვენ ასევე ვცდილობთ შევზღუდოთ წვდომა პერსონალურ ინფორმაციაზე, რომელსაც ვამუშავებთ, ისე რომ ეს წვდომა მხოლოდ იმ ჩვენს თანამშრომლებს, აგენტებს და წარმომადგენლებს ჰქონდეთ, რომლებსაც ის სჭირდებათ საქმიანი მიზნებისთვის. ჩვენ მიერ გატარებული ზომების მიუხედავად, მესამე მხარეებმა შეიძლება მაინც უკანონოდ მოიპოვონ ან მიიღონ წვდომა თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე.

ინტერნეტ-ტექნოლოგიები

ჩვენ ვიყენებთ ისეთ ინტერნეტ-ტექნოლოგიებს, როგორიცაა ქუქი-ფაილები, ტეგები და ვებსიგნალები, ჩვენს ვებსაიტებზე და მობილურ აპლიკაციებში, ან თქვენ მიერ მესამე მხარის იმ ვებსაიტებზე სტუმრობისას, რომლებზეც უზრუნველვყოფთ ონლაინ-მომსახურებას სხვადასხვა მიზნით, მათ შორის (მაგრამ ამით არ შემოიფარგლება) იმ მიზნებით, რომლებიც განსაზღვრულია ნაწილში: „როგორ იყენებს WESTERN UNION შეგროვებულ პერსონალურ ინფორმაციას“.

დამატებითი ინფორმაციისთვის იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, დააწკაპუნეთ ბმულზე „ინფორმაცია ქუქი-ფაილების შესახებ“ Western Union-ის შესაბამისი ვებგვერდის ქვედა ნაწილში. ზოგიერთ რეგიონში, სადაც ჩვენ მომხმარებლისთვის დავნერგეთ საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ვებსაიტებზე ქუქი-ფაილების მართვის შესაძლებლობა, ჩვენ წავიკითხავთ ან ჩავწერთ ქუქი-ფაილებს მხოლოდ თქვენ მიერ დაყენებული პრიორიტეტის საფუძველზე.

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ მესამე მხარეების მომსახურება თქვენთვის პერსონალიზებული რეკლამების მოსაწოდებლად, როდესაც ვებგვერდებს ათვალიერებთ. ზოგადად, შეგიძლიათ უარი თქვათ პერსონალიზებული რეკლამების მიღებაზე ამ რეკლამის განმთავსებელი მესამე მხარეებისა და სარეკლამო ქსელებიდან, რომლებიც არიან ქსელური სარეკლამო ინიციატივის (NAI) წევრები ან მოქმედებენ ციფრული სარეკლამო ალიანსის (DAA-ს) მიერ ონლაინ-ქცევითი რეკლამებისთვის შემუშავებული თვითრეგულირების პრინციპების შესაბამისად. ამისთვის გადადით NAI-სა და DAA-ს ვებსაიტებზე უარის თქმისთვის განკუთვნილ გვერდებზე.

თვალის დევნებაზე უარის თქმა (DNT) არის ბრაუზერის არასავალდებულო პარამეტრი, რომელიც ნებას გრთავთ, გამოხატოთ თქვენი უპირატესობები რეკლამის განმთავსებლებისა და სხვა მესამე მხარეების მიერ თვალის დევნებასთან დაკავშირებით. ჩვენ რეაგირებას არ ვახდენთ DNT სიგნალებზე.

როგორ იყენებს WESTERN UNION შეგროვებულ პერსონალურ ინფორმაციას

ჩვენ ვიყენებთ ჩვენ მიერ შეგროვებულ პერსონალურ ინფორმაციას შემდეგი კომერციული მიზნებისთვის. თუ არ მოგვაწვდით თქვენს ზოგიერთ პირად მონაცემს, ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ჩვენ მიერ თქვენთვის მომსახურების გაწევის შესაძლებლობაზე:

  • მომსახურებების გაწევა: იმისთვის, რომ დაგვეხმაროთ თქვენთვის მომსახურების გაწევასა და კლიენტთა მხარდაჭერის უზუნველყოფაში, პერსონალიზებული გამოცდილების მიღებაში, ასევე, დაგეხმაროთ ტრანზაქციების შესრულებასა და ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომაში, აგრეთვე თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაკავშირებლად რამდენიმე სერვისით სარგებლობისას (მაგალითად, როდესაც ქმნით WU+ ანგარიშს — თქვენს ლოიალობის პროგრამის ინფორმაციასთან ან იმ ტრანზაქციებთან დასაკავშირებლად, რომლებიც შეასრულეთ WU+ ანგარიშის შექმნამდე);
  • კომუნიკაცია: იმისთვის, რომ დაგიკავშირდეთ ინფორმაციით, რომელიც თქვენ მიერ გამოყენებული სერვისების, ან იმ ლოიალობის პროგრამის რელევანტურია, რომელშიც მონაწილეობთ, კითხვებზე პასუხის გასაცემად ან სხვა მოთხოვნებზე რეაგირებისთვის, რომლებსაც უგზავნით ჩვენს კლიენტთა მომსახურების გუნდს, ან თქვენი პრიორიტეტების საფუძველზე მარკეტინგის გასაწევად;
  • ავთენტიფიკაცია: თქვენს ამოსაცნობად და თქვენ მიერ სერვისების გამოყენების პერიოდში პაროლის ხელახლა შეყვანის გარეშე სისტემაში დარჩენის ნების დასართავად;
  • ანალიტიკა: ჩვენი კლიენტების გაგების ანალიზის ჩასატარებლად და მათი შთაბეჭდილებების გასაუმჯობესებლად;
  • ვებტრაფიკის ანალიზი: იმის დასადგენად, თუ საიდან შემოხვედით Western Union-ის ვებსაიტზე — ონლაინ რეკლამიდან, პარტნიორის ან აფილირებული კომპანიის ვებსაიტიდან, თუ ერთ-ერთ ჩვენს ვებსაიტზე განთავსებულ რეკლამაზე ან ბმულზე დაწკაპუნებით;
  • რეკლამა: მოგაწოდოთ თქვენი ინტერესების სფეროში შემავალი ინფორმაცია არა-Western Union ვებგვერდების და აპლიკაციების შესახებ;
  • პრომო-აქციების ანალიზი: უკეთესად გავიგოთ ჩვენი სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა და იქონია თუ არა თქვენზე გავლენა ჩვენმა სარეკლამო მესიჯებმა.
  • თაღლითობის, ფინანსური დანაშაულის (მათ შორის ფულის გათეთრების) და სხვა უკანონო აქტივობების თავიდან აცილება: უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ფინანსური რისკების შესამცირებლად და თაღლითობის აღსაკვეთად ჩვენს სერვისებში და თუ საჭიროა, ამგვარი კრიმინალური საქმიანობის აღკვეთაზე მიმართული ჩვენი მარეგულირებელი პროცესების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.
კანონიერი საფუძვლები, რომლებზე დაყრდნობითაც ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, როგორც განმარტებულია ამ დებულებაში, შემდეგი კანონიერი საფუძვლებით:

  • ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ჩვენი სერვისების მოსაწოდებლად: ეს მოიცავს პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას, რომელიც აუცილებელია საბანკო სერვისების უზურნველსაყოფად (როდესაც ხსნით WU+ ანგარიშს), ფულადი გადარიცხვის, გადახდის სერვისების შესასრულებლად, წინასწარი გადახდის ბარათებით ან ლოიალობის პროგრამებით სარგებლობისთვის. ჩვენ შეიძლება ეს ინფორმაცია გამოვიყენოთ თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად ან ქმედებებისთვის, რომელიც საჭიროა თქვენთან ხელშეკრულების დასადებად Western Union ზემოთ ხსენებულ თუ ნებისმიერ სხვა პროდუქტებთან და სერვისებთან მიმართებაში.
  • ჩვენ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას კანონიერი ბიზნესმიზნებისთვის, თუ ასეთ კანონიერ ბიზნესმიზნებს არ აქვს უპირატესი ძალა იმ პირების უფლებებთან და თავისუფლებებთან შედარებით, რომელთა მონაცემებსაც ვამუშავებთ: ეს მოიცავს პირად მონაცემებს ჩვენი პროდუქტების, ოფისების, სერვისების, ამ საიტის მართვის და თქვენი შთაბეჭდილებების ანალიზისა და გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე მარკეტინგში ინვესტირების რენტაბელურობის და ბრენდით კმაყოფილების შესაფასებლად. ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას ბაზრის კვლევებისთვის გამოკითხვების ჩასატარებლად. ჩვენ აგრეთვე შეგვიძლია თქვენი პირადი მონაცემების გამოყენება კლიენტებისთვის მომსახურების გასაწევად და აგრეთვე ჩვენი ტექნოლოგიების, სისტემების და სერვისების უსაფრთხოების და მთლიანობის დასაცავად. ეს შეიძლება ასევე მოიცავდეს თაღლითობის, ფულის გათეთრების და სხვა უკანონო საქმიანობის თავიდან აცილებას, ან სამართლებრივი პრეტენზიის წაყენებას ან მისგან დაცვას,
  • ჩვენ ვიყენებთ თქვენს პირად ინფორმაციას სამართლებრივი და შესაბამისობის მიზნებისთვის: ეს მოიცავს პერსონალური ინფორმაციის გამოყენებას, რომელიც საჭიროა ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი და სხვა ფინანსური რეგულაციებით გათვალისწინებული მარეგულირებელი ვალდებულებების შესასრულებლად; თაღლითობისა და ქურდობის გამოვლენის, პრევენციისა და სამართლებრივი დევნის, აგრეთვე, ჩვენი სერვისების უკანონო და აკრძალული გამოყენების ან სხვა უკანონო და მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციისთვის და ამ მიზნით გლობალური მარეგულირებელი პროგრამის მართვისთვის. ეს შეიძლება აგრეთვე მოიცავდეს Western Union-ის და სხვების სამართლებრივი უფლებების და მოთხოვნების დადგენას, გამოყენებას და დაცვას, მონიტორინგის და ანგარიშების წარმოდგენის შესაბამისობის საკითხებს. ეს შეიძლება მოიცავდეს თქვენს პირად ინფორმაციას, რომელიც საჭიროა თქვენი ვინაობის დასადასტურებლად და ავტორიზაციისთვის, და მესამე მხარეების გამოყენებას მის განხორციელებაში დახმარების გასაწევად.
  • ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ თქვენი პირადი ინფორმაცია თქვენს თანხმობაზე დაფუძნებით, როგორც ამ დებულებაშია მითითებული: ეს მოიცავს თანხმობას მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე, რომ თქვენი WU+ პროფილი გამოჩნდეს სხვებისთვის, ან სხვა შემთხვევაში, როდესაც ეს სავალდებულოა მოქმედი კანონით. თუ ჩვენ მოვითხოვთ თქვენს თანხმობას, ჩვენ გაცნობებთ იმ მიზეზის შესახებ, რის გამოც მოხდება თქვენი ინფორმაციის დამუშავება.
  • ჩვენ გაცნობებთ, თუ როდისაა თქვენი ინფორმაცია საჭირო თქვენ მიერ მოთხოვნილი მომსახურების გასაწევად ან როცა საჭიროა კანონით. გარკვეულ შემთხვევებში, როგორიცაა ფულის გადარიცხვის და საბანკო მომსახურების გაწევა, შეიძლება ჩვენ ვერ შევძლოთ ჩვენი მომსახურების გაწევა, სანამ თქვენ არ მოგვაწვდით კონკრეტულ პირად ინფორმაციას.
როგორ ახორციელებს WESTERN UNION მარკეტინგს თავის მომხმარებლებთან

თქვენი პრიორიტეტების შესაბამისად, ჩვენ შეგატყობინებთ შეთავაზებების, პრომო აქციების და განახლებების შესახებ, რომლებიც ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებს ეხება. ეს შეიძლება შეიცავდეს ელფოსტის, ტელეფონის, საფოსტო წერილის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, სოციალური მედიის და სხვა კომუნიკაციის ან ციფრული არხების გამოყენებით გაკეთებულ შეთავაზებებს.

თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს თქვათ უარი მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე. თუ აღარ გსურთ ჩვენგან მარკეტინგთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება, უფლება გაქვთ, უარი თქვათ მათ მიღებაზე. ამისათვის საჭიროა, მიჰყვეთ შესაბამისი ელექტრონული კომუნიკაციის მითითებებს ან დაგვიკავშირდეთ, როგორც განმარტებულია ნაწილში: „ჩვენთან დაკავშირება“.

გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ უარს იტყვით ჩვენგან მარკეტინგული სახის შეტყობინებების მიღებაზე, ჩვენ შესაძლოა მაინც გამოგიგზავნოთ მომსახურების, ადმინისტრაციული და ტრანზაქციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შეტყობინებები.

ბავშვებისგან მიღებული ინფორმაცია

ჩვენი მომსახურება და პროდუქტები არ არის განკუთვნილი 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენ გამიზნულად არ ვაგროვებთ და არ ვინახავთ ინფორმაციას ჩვენი საცალო ობიექტების, ვებსაიტის ან მობილური აპლიკაციებიდან, იმ პირების შესახებ, რომლებიც 18 წლამდე ასაკის არიან.

გარე ვებსაიტები

ჩვენი ვებსაიტები შეიძლება მიბმული იყოს მესამე მხარის ვებსაიტებთან. ჩვენ არ ვამოწმებთ, არ ვაკონტროლებთ და არ ვართ პასუხისმგებელი იმ ვებსაიტების შიგთავსსა და კონფიდენციალურობის პრაქტიკაზე, რომლებიც მიბმულია ჩვენს ვებსაიტებთან. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას რომელიმე ამ საიტზე, მათ შიგთავსსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. ჩვენ არ ვადასტურებთ მესამე მხარის ვებსაიტებს და არ ვიძლევით გარანტიებს ნებისმიერ ინფორმაციასთან, კომპიუტერულ პროგრამასთან, სხვა მასალებსა და პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება იქ იპოვოთ, ან ნებისმიერ შედეგზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ მათი გამოყენების შედეგად.

ვის უზიარებს WESTERN UNION თქვენს პერსონალურ ინფორმაციას

წინამდებარე დებულებაში მითითებული ნებისმიერი მიზებისთვის ჩვენ შესაძლოა შემდეგი ტიპის ორგანიზაციებს ან მხარეებს გავუმჟღავნოთ შესაბამისი პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, თქვენი სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, ეროვნული საიდენტიფიკაციო ნომერი და/ან შესაბამისი დოკუმენტაცია, კლიენტის საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, ტრანზაქციის დეტალები და სქემები და ინფორმაცია საბანკო ანგარიშის შესახებ:

  • Western Union-ის ჯგუფის კომპანიები და შვილობილი კომპანიები, მათ შორის ისინი, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში “WESTERN UNION-ის იურიდიული პირები”;
  • ადგილობრივი გზავნილების სალიცენზიო ორგანოები, რომლებიც ტრანზაქციის შესაბამისია, მათ შორის ისინი, რომელიც ჩამოთვლილია შემდეგ ნაწილში: “არა-პარტიორი ადგილობრივი სალიცენზიო ორგანოები”;
  • ჩვენი აგენტები ან ბიზნეს პარტნიორები, რომლებიც ხელს უწყობენ ფულის გადარიცხვის ან გადახდის ტრანზაქციას ან სხვა სპეციფიურ მომსახურებას, რომელიც თქვენ მოითხოვეთ;
  • მომწოდებლები, გადახდების დამმუშავებლები, საბანკო პარტნიორები და მონაცემთა დამმუშავებლები, რომლებთანაც დადებულია ხელშეკრულება ბიზნესისა და მომხმარებელთა სერვისების გაწევაზე;
  • სერვისის პროვაიდერები, თქვენი თანხმობის საფუძველზე, თუ საჭიროა, მათ შორის ჩვენს ლოიალობის პროგრამებთან დაკავშირებული მარკეტინგის სერვისების, სარეკლამო მომსახურების, საყიდლების სერვისების მომწოდებლები და ჩვენი სახელით კლიენტთა კმაყოფილების დონის და მარკეტინგული კვლევების მომსახურების მომწოდებლები. ასეთი გაზიარება შეიძლება ითვალისწინებდეს გაზიარებას მესამე მხარეებისთვის (როგორებიცაა სოციალური მედიის კომპანიები), უფრო რელევანტური და მიზნობრივი რეკლამების უზრუნველყოფის მიზნით;
  • მომწოდებლები და მონაცემთა დამმუშავებლები, რომლებთანაც დადებულია ხელშეკრულება თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის შემოწმებაში, თქვენი ვინაობის დადასტურებაში, ასევე, უსაფრთხოებასთან, თაღლითობასთან და ვინაობასთან დაკავშირებული რისკების მართვაში დახმარების გაწევის შესახებ;
  • მესამე მხარეები, რომელთაც თქვენ მიეცით თქვენს ანგარიშზე და/ან თქვენი ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის უფლებამოსილება იმისთვის, რომ მომსახურება გაეწიათ თქვენთვის, როგორიცაა ანგარიშის საინფორმაციო და გადახდის ინიცირების სერვის პროვაიდერები. თუ თქვენ ხართ სერვისის კლიენტი, რომელიც საჯარო პროფილის საშუალებას იძლევა, შეგიძლიათ გახადოთ თქვენი პროფილი საჯაროდ ხილვადი. ეს შეიძლება ითვალისწინებდეს შეზღუდული პერსონალური მონაცემების გაზიარებას, როგორიცაა თქვენი სახელი, ფოტო, თქვენს ანგარიშზე ხელმისაწვდომი ვალუტები და ის ფაქტი, რომ თქვენ ხართ კლიენტი. გარდა ამისა, თუ თქვენ ხართ WU+ კლიენტი, სხვა WU+ კლიენტები ასევე შეძლებენ თქვენს მოძებნას თქვენი ტელეფონის ნომრით, ასევე თქვენ მიერ მითითებული QR კოდის გამოყენებით თქვენთან ტრანზაქციების შესრულებას.

ჩვენ შეიძლება განვახორციელოთ ისეთი პირადი ინფორმაციის გადაცემა, რომელსაც ჩვენ ვფლობთ ჩვენი ბიზნესის ან მისი ნაწილის გაყიდვის ან გადაცემის შესახებ. ამას გარდა, შესაძლოა, მოქმედი კანონებით და რეგულაციებით მოთხოვნილ ან ნებადართულ ფარგლებში გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია საერთაშორისო მარეგულირებელ და საფინანსო უწყებებთან, საკრედიტო ანგარიშგების სააგენტოებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან, სასამართლოებთან, მთავრობებთან ან სამთავრობო სააგენტოებთან, რომ დავაკმაყოფილოთ სამართლებრივი ვალდებულებები ან დავიცვათ Western Union-ის ან სხვათა უფლებები და ინტერესები.

პერსონალური ინფორმაციის საერთაშორისო გადაცემა

ჩვენ გადავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას მხარეებს იმ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც მოხდა ამ ინფორმაციის შეგროვება, მათ შორის და არა მარტო აშშ.-ს, როგორც ეს მოთხოვნილია და ნებადართულია მოქმედი კანონით, მარეგულირებელი ორგანოების, სამართალდამცავი და სამთავრობო ორგანოების მიერ. დამატებით, როცა თქვენ აგზავნით ფულს სხვა ქვეყანაში ან იღებთ ფულს სხვა ქვეყნიდან, ჩვენ მოგვთხოვენ გარკვეული თქვენი პირადი ინფორმაციის გაზიარებას ამ ქვეყანასთან კანონით მოთხოვნილი და ნებადართული სახით. ჩვენ გადავცემთ გარკვეულ პირად ინფორმაციას თქვენს შესახებ ჩვენს მონაცემთა ცენტრებს, რომლებიც მდებარეობს ა.შ.შ.-ში ან რეგიონში, როგორც ეს მოთხოვნილია ადგილობრივი კანონით ან პროცესით ჩვენს სერვისების მიმართ მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნების შესასრულებლად და მასთან შესაბამისობის დასაცავად. ჩვენ აგრეთვე ვინახავთ გარკვეულ პირად მონაცემებს ა.შ.შ.-ის ჩვენი მონაცემების ცენტრში, რომელიც შევაგროვეთ თქვენს მარკეტინგულ არჩევანზე დაფუძნებით. სერვისების გამოყენებით თქვენ უშვებთ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა მოხდეს ინფორმაციის მსგავსი გადაცემა თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

მონაცემთა გადაცემა ევროპის ეკონომიკური ზონიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შვეიცარიიდან

პერსონალური ინფორმაცია, რომელიც გადაიცემა ევროპის ეკონომიკური ზონის, გაერთიანებული სამეფოს და შვეიცარიის ფარგლებს გარეთ ისეთ ქვეყნებში, სადაც ევროკომისიამ ვერ აღმოაჩინა ადეკვატური დაცვა, დაცული იქნება შესაბამისი სტანდარტული სახელშეკრულებო მუხლებით ან ევროკავშირის მიერ დადასტურებული სხვა მექანიზმებით, რომლებიც მოთხოვნილია კანონით.

პერსონალური ინფორმაციის შენახვა

თქვენი პირადი მონაცემების შენახვა მოხდება რეგულაციებში მითითებული დადგენილი ვადის შესაბამისად, რომელიც შეეხება ფინანსურ ტრანზაქციებს და ანგარიშებს, მათ შორის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო და სხვა ჩვენს მიმართ გამოყენებულ კანონებში მითითებული ვადების დაცვით. სხვა შემთხვევებში, ჩვენ შევინახავთ თქვენს ინფორმაციას, თუ ის საჭიროა სპეციფიური მიზნებისთვის, რომლებისთვისაც მოხდა მისი შეგროვება ან იმ შეკითხვის გადასაჭრელად, რომელიც შეიძლება თქვენ გაგიჩნდეთ. ჩვენ ვიცავთ მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპებს და ვცდილობთ შევინახოთ ინფორმაცია არაუმეტეს იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა იმ მიზნ(ებ)ის მისაღწევად, რომლისთვისაც მივიღეთ ეს ინფორმაცია.

თქვენს პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა, მისი წაშლა და შესწორება და თქვენი არჩევანის შეცვლა

თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ ვამუშავებთ თუ არა თქვენს პირად მონაცემებს და გვთხოვოთ თქვენი ინფორმაციის ასლი უფასოდ. თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული გარკვეული ინფორმაციის სტრუქტურირებული და მანქანის მიერ წაკითხვადი ასლი. ჩვენ შეგვიძლია დაგაკისროთ თქვენ თანხა ან არ მოვახდინოთ რეაგირება თქვენს მოთხოვნაზე, თუ მოთხოვნა უსაფუძვლო და ძალიან დიდია. თუ თქვენ იყენებთ ჩვენს სერვისებს ონლაინ ან მობილური აპლიკაციის საშუალებით, შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში ნებისმიერ დროს და მიიღოთ წვდომა თქვენს ამონაწერებზე, ინფორმაციაზე ტრანზაქციების შესახებ და ასევე გარკვეულ პერსონალურ ინფორმაციაზე.

თქვენ უფლება გაქვთ შეგვაწყვეტინოთ თქვენთვის მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნა. თქვენ უფლება გაქვთ გვთხოვოთ თქვენ შესახებ ინფორმაციის გასწორება, რომელიც არ არის სრული, ზუსტი ან მოძველებულია. თქვენ უფლება გაქვთ, გვთხოვოთ თქვენ შესახებ გარკვეული ინფორმაციის წაშლა, თქვენთან დაკავშირებული ინფორმაციის გარკვეული სახით გამოყენების შეზღუდვა ან უარი თქვათ ამ ინფორმაციის გარკვეული სახით გამოყენებაზე. რადგან ჩვენ ვამუშავებთ პირად ინფორმაციას თქვენს თანხმობაზე დაფუძნებით, თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა მოქმედი კანონით ნებადართული სახით. თუ ხართ საიტის westernunion.com რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს ციფრული ფულის გადარიცხვის სერვისით, შეგიძლიათ ასევე შეხვიდეთ გვერდზე westernunion.com და დაარედაქტიროთ თქვენი პროფილის პარამეტრები, თქვენი მარკეტინგული კომუნიკაციების და მესამე მხარისთვის მონაცემების გაზიარების პრიორიტეტების შესაცვლელად.  თქვენ აგრეთვე გაქვთ ჩვენს მიერ პირადი მონაცემების დამუშავების შესახებ შესაბამის მონაცემების დაცვის მარეგულირებელ ან საზედამხედველო ორგანოებთან საჩივრის წარდგენის უფლება. ჩვენ მიერ მოთხოვნის მიღებისას შესაძლოა გთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა თქვენი ვინაობის შემოწმების მიზნით, ასევე უსაფრთხოების მიზნებისთვის, თქვენი პერსონალური ინფორმაციის დასაცავად. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა უარი ვთქვათ მოქმედებაზე ან შევზღუდოთ თქვენი უფლებები, კანონით ნებადართული სახით. ამ უფლებებით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს https://wuprod.service-now.com/wu_privacy ან დაუკავშირდით Western Union-ს განყოფილებიდან: „ჩვენთან დაკავშირება“. ჩვენ შევეცდებით, ვუპასუხოთ თქვენს მოთხოვნას 30 დღის განმავლობაში, მაგრამ პასუხის გაცემის დრო, შესაძლოა, განსხვავდებოდეს თქვენს მოთხოვნასთან მიმართებაში მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად და გარკვეულ გარემოებებში, ჩვენ გვექნება ამ პერიოდის გახანგრძლივების უფლება. ჩვენ დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას, რამდენადაც ეს მოთხოვნილია მოქმედი კანონით.

შესაძლოა, სხვადასხვა იურისდიქციებში ასევე ხელმისაწვდომი იყოს დამატებითი უფლებები, ადგილობრივი კანონების შესაბამისად. მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება ზემოაღნიშნული მეთოდებით.

ჩვენთან დაკავშირება

თუ თქვენ გაქვთ შეკითხვა ან საჩივარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ განვკარგავთ თქვენს პირად მონაცემებს, ჩვენ გთხოვთ თქვენი შეკითხვის წარმოდგენას წერილობითი სახით. ჩვენ შევისწავლით თქვენს შეკითხვას და ჩვეულებრივ გიპასუხებთ მისი მიღებიდან 30 დღეში წერილობითი სახით. აგრეთვე, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენ ან მონაცემების დაცვის ჩვენს ოფიცერს მისამართზე: wuprivacy@westernunion.com.

უფასო ან ადგილობრივი სატელეფონო ნომრიდან ჩვენ დასაკავშირებლად, გთხოვთ, დააწკაპუნოთ ბმულზე „დაგვიკავშირდით“ შესაბამისი Western Union-ის ვებგვერდის ქვედა ნაწილში, თქვენი რეგიონისთვის განკუთვნილი საკონტაქტო ინფორმაციის მოსაძებნად.

ცვლილებები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ამ გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში. შესწორებების შეტანის შემთხვევაში ამ ვებგვერდზე განთავსდება კონფიდენციალურობის განახლებული დებულება. გირჩევთ ნახოთ ეს გლობალური კონფიდენციალურობის დებულება, როცა ესტუმრებით საიტს უახლესი დებულების მისაღებად.

აშშ-ის მოქალაქეთა (მათ შორის, კალიფორნიის რეზიდენტების) კონფიდენციალურობის შეტყობინება

აშშ-ის მომხმარებელთათვის (კალიფორნიის, ნევადის ჩრდილოეთ დაკოტის, ტეხასისა და ვერმონტის მომხმარებელთა ჩათვლით), მიჰყევით ბმულს: Western Union-ის კონფიდენციალურობის შეტყობინება.

კალიფორნიის რეზიდენტებისთვის, იხილეთ მოცემული გლობალური კონფიდენციალურობის დებულების დამატება კალიფორნიის რეზიდენტებისთვის.

მექსიკის მოქალაქეთა კონფიდენციალურობის შეტყობინება

მექსიკის მომხმარებელთათვის, იხილეთ მოცემული გლობალური კონფიდენციალურობის დებულების დამატება მექსიკის რეზიდენტებისთვის.

ბრაზილიის მოქალაქეთა კონფიდენციალურობის შეტყობინება

ბრაზილიის მომხმარებელთათვის, იხილეთ მოცემული გლობალური კონფიდენციალურობის დებულების დამატება ბრაზილიის რეზიდენტებისთვის.

იაპონიის მოქალაქეთა კონფიდენციალურობის შეტყობინება

მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ იაპონიაში, ამ გლობალურ კონფიდენციალურობის დებულებაში არსებული სხვა დებულებების მიუხედავად, ჩვენ დავამუშავებთ თქვენს პერსონალური ინფორმაციის იაპონურ საიდენტიფიკაციო ნომერს („ჩემი ნომერი“) და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ნებისმიერი მოქმედი კანონის და რეგულაციის შესაბამისად, როგორც აღწერილია ამ განყოფილებაში.

ჩვენ ვაგროვებთ თქვენს „ჩემს ნომერს“ და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ თქვენი „ჩემი ნომრის“ დასადასტურებლად, როგორც ამას მოითხოვს იაპონიის კანონი სათანადო წესით დაბეგვრის უზრუნველყოფის მიზნით იაპონიაში მოქმედი კანონი სათანადო შიდა დაბეგვრის უზრუნველყოფის მიზნით
საზღვარგარეთ ფულადი გადარიცხვების თაობაზე ანგარიშების წარდგენის შესახებ
საზღვარგარეთ ფულადი გადარიცხვის თაობაზე ანგარიშგების წარმოდგენის შესახებ (კანონი №110, 1997 წ., ბოლო ცვლილებებით).

WESTERN UNION-ის იურიდიული პირები

Western Union-ის ადგილობრივი იურიდიული ორგანიზაციების სიისთვის იხილეთ: „WESTERN UNION-ის იურიდიული ორგანიზაციები“.

არა-პარტნიორი ადგილობრივი სალიცენზიო ორგანიზაციები

Western Union-ის ადგილობრივი სალიცენზიო ორგანიზაციების სიისთვის იხილეთ: „WESTERN UNION-ის ადგილობრივი სალიცენზიო ორგანიზაციები“.